Wednesday, March 23, 2011

სამოტივაციო წერილი

     საპრეზენტაციოდ გადავწყვიტე ამერჩია ტაო-კლარჯეთის თემა, რადგან ვფიქრობ უკვე მრავალი წელია, მას შემდეგ რაც ჩვენ ეს ტერიტორიები დავკარგეთ არის ძალიან აქტუალური თემა. ჩვენთვის ცნობილია, რომ დღეს კლარჯეთის ტერიტორიები შედის თურქეთის შემადგენლობაში (ართვინი), რომელიც არის ისტორიული, დაკავშირებულია გრიგოლ ხანძთელთან და ბაგრატიონების საგვარეულოსთან. პირველი რაც მე გამოვყავი ეს არის, სარესტავრაციო ტაძრები, რომლებიც დანგრევის პირას არიან, რასაც ხელს უწყობს წვიმა, ქარი, თოვლი და სხვა ბუნებრივი მოვლენები. ტაძრები არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, უმეტეს მათგანს გუმბათიც კი აღარ აქვს, მათ შორისაა: ხანძთა, ოშკი, ხახული და ა.შ. ჩემი იმტერესი განსაკუთრებით გაძლიერდა, როდესაც ვნახე რეპორტაჟი ქართული ექსპედიციის შესახებ, რომლებსაც სურთ ტაძრების აღდგენა, რაც დაკავშირებულია დიდ სიძნელეებთან და ხანგრძლივ მოლაპარაკებებთან. ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ყველაფერი უნდა იღონოს და აღადგინოს ეს ტაძრები, სადაც მისი ისტორია ინახება.
მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ როგორც მეგობრებისაგან, ისტორიისაგან და გარემოს ამსახველი ფოტოებიდან ვიცი, ეას ადგილი არის ულამაზესი, საიდან ადამიანი ჩამოდის უსაზღვროდ ბედნიერი და შთაბეჭდილებებითა და ემოციებით აღსავსე. ამიტომ მე მსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი ჩავიდეს ტაო-კლარჯეთის ტერიტორიებზე, მოილოცოს და მოინახულოს დანგრევის პირაას მყოფი ტაძრები. ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება თუ ჩამოყალიბდება რაიმე სახელმწიფო ტურისტული ჯგუფი, რომლებსაც შეეძლებათ, რომ ქართველ ხალხს მიანიწონ ეს დიდი ბედნიერება და ანახონ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები, რა თქმა უნდა საჭიროა მათ ჰყავდეთ გამოცდილი და პროფესიონალი გიდი.      მას შემდეგ რაც პირველად წავიკითხე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოღვაწეობა იქიდან მოყოლებული ძალიან მინდა, რომ წავიდე და საკუთარი თვალით ვნახო ეს ისტორიული ტაძრები და იმედი მაქვს ეს სურვილი მალე ამიხდება, ჯერ კი მხოლოდ პრეზენტაციის გაკეთებითა და ტაო-კლარჯეთის შესახებ ინფორმაციის მოძიებით დავკმაყოფილდები.