დასკვნა



როდესაც ამ თემაზე მუშაობა დავიწყე, თავიდანვე ვიცოდი, რომ არ იქნებოდა მარტივი, მაგრამ არც ასეთი რთული მეგონა. ვიფიქრე ყველა ფაქტი ნათელია, ისტორია ცნობილი და რაღა უნდა იყოს საკვლევი თქო, მაგრამ მას შემდეგ რაც ექსპედიცია ჩავიდა ტაო-კლარჯეთში და დაიწყეს თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები, სწორედ აქედან დაიწყო გაუგებრობები და არეულობები ამ თემასთან დაკავშირებით. 2011 წელს ტაო-კლარჯეთში ნიკა ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობით ჩავიდა ექსპედიცია, რათა თურქეთთან დაედოთ ხელშეკრულება და დაეწყოთ 4 ტაძრის რესტავრაცია, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა ულტიმატუმები, თუ ქართველები აღადგენენ ქართულ ტაძრებს, ამ შემთხვევაში ისინი საქართველოში აღადგენენ და ააშენებენ  მეჩეთებს.
ამ თემასთან დაკავშირებით მომიწია მრავალი ინფორმაციის მოძიება და ასევე უამრავ ხალხთან გასაუბრება, რათა გამერკვია ქართველი ხალხის ნება. კვლევის შემდეგ დავადგინე, რომ ქართველ ხალხთა უმეტესობა ამბობს, რომ იქ მყოფი ტაძრები ისეთ ცუდ მდგომარეობაშია, რომ ურჩევნიათ დაიწყონ რესტავრაცია და აქ 1 მეჩეთით მეტი იქნება თუ ნაკლები, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს... სადაც 400 მეჩეთი იქაც დამატებითი 1...

გამოკითხული 100 ადამიანის ხმა გადანაწილდა შემდეგნაირად:

1. აუცილებლად- 60 ხმა
2. დიახ- 20 ხმა
3. არა-15 ხმა
4. დავფიქრდებოდი-5 ხმა